თეგი: ეკონომიკური პროგნოზი

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაშლის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილება მივიღეთ

სოფლის მეურნების მინისტრმა მოამზადა ვაშლის სუბსიდირების საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ვაშლის მოსავალი 120 ათასი ტონა იქენება. „ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და ახლაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.  მისი თქმით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვაშლის წარმოებას. საჭიროა მათი წახალისება და მხარდაჭერა.  

EBRD-მა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, 2024 წლისთვის კი, შეამცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს. ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დადებითი პროგნოზის ფონზე, EBRD-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელის ეკონომიკური პროგნოზი მცირდება და 5.3%-ის ნაცვლად, 4.5% შეადგენს. მანამდე, 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშით EBRD საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, სექტემბრის ანგარიშით კი EBRD-ს აქვს მოლოდინი, რომ სქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.  რაც შეეხება რეგიონს, EBRD-ის პროგნოზით, 2023 წელს თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით, აზერბაიჯანის1.5%-ით, სომხეთში - 6.5%-ით, რუსეთის ფედერაციაში 1.5%-ით, ხოლო უკრაინაში 1%-ით გაიზრდება.  2024 წლის პროგნოზთან მიმართებით კი, EBRD-ის პროგნოზით თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკა შემცირდება, ხოლო უკრაინისა და აზერბაიჯანის გაიზრდება.   

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მასში რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია წარმოდგენილი. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის მატების მიმართულებით დაკორექტირდა და 2023 წელს 5.9 პროცენტამდე გაიზარდა.  ამასთან, 2022 წელს საქართველო და სომხეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უკვე მეორედ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად დასახელდნენ.  ამგარიშის თანახმად, საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე. 2023 წლის ბოლოს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, სავაჭრო პარტნიორებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირების ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოსალოდნელია, საქართველოში ფულადი ნაკადების შემცირება, რასაც გაცვლით კურსზე ექნება გავლენა.  მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება.